Робота для біженців з України
მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: Just Advisors
გამოქვეყნდა: 27 იანვარი / ბოლო ვადა: 27 თებერვალი
"Just Advisors" ეძებს მარკეტინგის სპეციალისტს მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით.

სამუშაო ადგილი: ოფისი, ჯანო ბაგრატიონის 6 - ბიზნეს ცენტრი (დისტანციურად მუშაობა - კვირაში 2 დღე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგისა და კომუნიკაციების აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** სოციალური მედიის კამპანიების დაგეგმვა და კომპანიის სოციალური არხების მართვა;
** ციფრული კამპანიების დაგეგმვა, შედეგების ანალიზი და ანგარიშგება;
** ონლაინ და ოფლაინ ღონისძიებების საკომუნიკაციო მხარდაჭერა;
** მარკეტინგული მასალების (პოსტები, სტატიები, პრეზენტაციები, პრესრელიზები) მომზადება;
** სარეკლამო და ბრენდირების აქტივობებში ჩართულობა.
** კომპანიის ვებსაიტზე კონტენტის განახლება და მართვა

ძირითადი მოთხოვნები:

** მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სოციალური მედიის მართვისა და კოპირაითინგის უნარები;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ცოდნა;

პირობები:

** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება და შემოსავლის ზრდის შესაძლებლობა;
** პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** ორგანიზებულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობა;

განაცხადის წარდგენა:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV მეილზე: ana.tskhadadze@justadvisors.ge და სათაურში მიუთითეთ: "მარკეტინგის სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე