|
დასახელება:
საოპერაციო დეპარტამენტის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
უნისონი
|
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო დეპარტამენტის ოპერატორის პოზიციაზე
სამუშაოს ადგილი: ქ.თბილისი, გამრეკელის N19
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30
ძირითადი მოვალეობები:
** პოლისის პროგრამული რეგისტრაცია, ცვლილებების ასახვა/გაუქმება;
** სხვადასხვა დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი საბუთების მოძიება/მიწოდება კომპეტენციის ფარგლებში;
** სამედიცინო ბაზების რეგისტრაცია და ყოველთვიური მართვა (ცვლილებების შეტანა,
** გაუქმება, მენეჯერთან და დებიტორებთან შედარება);
** AML-სათვის საჭირო დოკუმენტების მიღება და მოწესრიგება;
** არქივის მოწესრიგებასა და ადმინისტრირებაში მონაწილეობის მიღება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მნიშვნელოვანია არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო კომპანიაში, საოპერაციო ან გაყიდვების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) იმეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - საოპერაციო დეპარტამენტის ოპერატორი
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
|
|
|
|