Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ორეი
გამოქვეყნდა: 27 იანვარი / ბოლო ვადა: 27 თებერვალი
"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს.

"ორეი" აცხადებს ვაკანსიას HORECA გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის შესწავლა, პოტენციური კლიენტების მოძიება;
** კლიენტების საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა;
** პროდუქციის გაყიდვების და წარმოდგენის ორგანიზება შესაბამის ქსელში;
** სადისტრიბუციო ქსელში შეკვეთების მენეჯმენტი;
** შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** აუცილებელია მართვის მოწმობა
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილი

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@orei.ge და გთხოვთ, ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (HO RE CA გაყიდვების მენეჯერი).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე