|
დასახელება:
ონლაინ მაღაზიის მენეჯერის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
ნატურლენდი
|
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
კომპანია "ნატურლენდი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოში ბავშვთა კვების, კოსმეტიკის, ჰიგიენისა და ტექნიკის სფეროში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ონლაინ მაღაზიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, გ. ჭყონდიდლის 87;
** სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:00სთ-18:00სთ;
** ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებაზე.
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** საბონუსე სისტემა;
** სტაბილური სამუშაო გარემო.
ფუნქციები და მოვალეობები:
** ონლაინ მაღაზიის განვითარებაზე ზრუნვა, კონტენტის განახლება, ახალი პოზიციების დამატება;
** მარაგების ყოველდღიური კონტროლი, განახლება;
** ცხელი ხაზის მართვა, მომხმარებლებთან ურთიერთობა, კონსულტაციის გაწევა;
** საიტის დეველოპერებთან კომუნიკაცია;
** მიწოდების სერვისის კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა;
** უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურებრივი დავალებების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:
** საიტის ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Power Point, Exel, Internet, 1C).
დამატებითი უნარები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** მათემატიკური უნარები;
** დროის მართვის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული.
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი რეზიუმე ფოტო-სურათით, მისამართზე: vacancy@naturland.ge არ დაგავიწყდეთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. CV ფოტო-სურათის გარეშე არ განიხილება. კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|