Робота для біженців з України
სოციალური ქსელების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური ქსელების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: Gold Way Group
გამოქვეყნდა: 27 იანვარი / ბოლო ვადა: 27 თებერვალი
საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია "GOLD WAY GROUP" აცხადებს ვაკანსიას სოციალური ქსელების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00სთ-დან 18:00სთ-მდე
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის #12, აქსისის ბიზნეს ცენტრი.
ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** ბრენდის ცნობადობის ზრდაზე ზრუნვა;
** არსებული ვებგვერდებისა და სოციალური არხების მართვა/განვითარება;
** სეგმენტიდან გამომდინარე კონტენტის შექმნა.
** ცალკეული სოციალური ქსელების ალგორითმების ცოდნა და მათთან მუშაობა.
** მომხმარებელთან კომუნიკაცია სოციალურ ქსელში და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** კომპანიის სოციალური გვერდების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი;
** კონტენტის სტრატეგია და დაგეგმვა.
** Reels/TikTok ფორმატის ვიდეოების დაგეგმვა, გადაღება და მონტაჟი (CapCut, Premiere Pro ან სხვა).
** პოსტებისთვის გამორჩეული, საინტერესო და გამართული ტექსტების წერა.
** ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და მათი ბრენდის კონტექსტში ადაპტირება.

სავალდებულო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** ინგლისური ენის ცოდნა.
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა
** გრაფიკულ რედაქტორებთან - Canva, Instories, CapCut, PremierPro და სხვა მსგავს პროგრამებთან მუშაობის უნარი.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე და სიზუსტეზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა;
** Fitpass;
** კომპანიის მობილური ულიმიტო სასაუბრო დროით;
** ტაქსის მომსახურება კომპანიის მიზნებისთვის;
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ატვირთეთ თქვენი რეზიუმე https://buildsmart.ge/job-apply/finansuri-menejeri/3/b095a36694d4d8f1f91577ff8ac535f8 ან გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: hello@goldway.com.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სოციალური ქსელების მართვის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე