Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=697051&print=yes&view=jobs
 
შიდა განვადების ოპერატორი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა განვადების ოპერატორი
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 27 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
"Kontakt"-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის სივრცე ინოვაციებისა და საუკეთესო არჩევანისთვის! ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა). ჩვენს მომხმარებელს ვუქმნით კომფორტს.

ჩვენთან უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი მუშაობს და ჩვენი მთავარი მიზანი შენი კარიერული წინსვლაა. თუ გინდა განვითარდე გარემოში, რომელიც აფასებს შენს შრომას — შენი ადგილი ჩვენთანაა!

რა იქნება შენი მისია? შენ იქნები მთავარი რგოლი მომხმარებელსა და სასურველ ნივთს შორის. შენი დახმარებით, ტექნიკის შეძენა გახდება მარტივი და ხელმისაწვდომი.

რას გააკეთებ როგორც შიდა განვადების ოპერატორი:

** განიხილავ და დაამუშავებ მომხმარებლის განვადების განაცხადებს;
** გექნება აქტიური კომუნიკაცია მომხმარებლებთან და გაუწევ კვალიფიციურ კონსულტაციას;
** მართავ რისკებს და უზრუნველყოფ მონაცემთა სიზუსტეს;
** გააფორმებ ხელშეკრულებებს და დაასრულებ გაყიდვის პროცესს წარმატებით.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:

** ხარ დეტალებზე ორიენტირებული და გიყვარს სიზუსტე;
** კარგად ფლობ MS Office პროგრამებს;
** შეგიძლია კომუნიკაცია ინგლისურ ან რუსულ ენაზე;
** გამოცდილება საკრედიტო/მომსახურების სფეროში ჩაითვლება დიდ პლუსად!

რატომ უნდა აირჩიო "კონტაქტ ჰოუმი"?

** ფინანსური სტაბილურობა: ფიქსირებული ხელფასი + მზარდი ბონუსი;
** კომფორტული გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა (კვირაში 5 დღე, 2 დღე დასვენება).
** ჯანმრთელობა: კორპორაციული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახის წევრებისთვის;
** ჯანსაღი ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** ბალანსი: წელიწადში 3 დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე (Day Off);
** კარიერა: რეალური დაწინაურების პერსპექტივა და პროფესიული ტრენინგები;

მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? ნუ გადადებ, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) მისამართზე: CV@kontakt.ge სათაურის ველში მიუთითე: " შიდა განვადების ოპერატორი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 12 თებერვალი, 2026 წელი

შენი კარიერული ზრდა აქ იწყება!

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია