|
დასახელება:
მძღოლ-ექსპედიტორი
|
| მომწოდებელი:
პსპ ფარმა
|
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 06 თებერვალი
|
"PSP Pharma" ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.
დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.
კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.
"პსპ ფარმა" აცხადებს მძღოლის ვაკანსიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** დადგენილი მარშრუტის შესაბამისად გამზადებული შეკვეთისა და დოკუმენტაციის ადრესატამდე მიტანა;
** დოკუმენტაციის მყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელმოწერისა და ბეჭდის დაფიქსირების უზრუნველყოფა და დოკუმენტაციის (კომპანიის ეგზემპლარების)კომპანიაში დაბრუნება;
** მყიდველი ორგანიზაციების მიერ დაბრუნებული პროდუქციისა და დოკუმენტაციის მიტანა პროდუქციის მიღების განყოფილებაში;
** სამაცივრე ყუთების ტემპერატურის კონტროლი;
** სამაცივრე პროდუქციის შესაბამის რეჟიმში ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** გაკონტროლებული/შეფუთული პროდუქციის ტრანსპორტში დალაგებაზე მონაწილეობის მიღება;
სამსახურში მოსვლას უზრუნველყოფს კომპანია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მძღოლად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება;
** B, C კატეგორიის მართვის მოწმობა;
პიროვნული თვისებები:
** თავაზიანობა, ტაქტის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა, პუნქტუალობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 6 თებერვალი.
|
|
|
|