|
დასახელება:
იურისტი
|
| მომწოდებელი:
ჰოლდინგური კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
ჰოლდინგური კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ოპერაციების არეალია აგრო პროდუქციის წარმოება და დეველოპერული მიმართულება.
ძირითადი მოვალეობები:
** იურიდიული კონსულტაციის გაწევა კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის დასმულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნის მომზადება;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცვლილების მონიტორინგი და ანალიზი;
** სამართლებრივი პროცედურების შემუშავება და ინსტრუქციების შედგენა;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა;
** წინასახელშეკრულებო და სხვა მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება, ხელშეკრულებების შედგენა, განხილვა, ვიზირება და გაფორმება;
** საკორპორაციო დოკუმენტების (წესდება, კრების ოქმი და სხვა) შედგენა;
** საპროცესო დოკუმენტების (სარჩელი, შესაგებელი, საჩივარი, განცხადება, შეთანხმება და სხვა) შედგენა, წარმომადგენლობა კერძო არბიტრაჟსა და სასამართლოში; წარმომადგენლობა სააღსრულებო საქმის წარმოებაში.
ძირითადი მოთხოვნები:
** განათლება - სამართალმცოდნეობის ბაკალავრი;
** აუცილებელია სახელშეკრულებო სამართლის მიმართულებით (სასურველია მშენებლობის სფერო) მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** უცხოენოვანი ხელშეკრულებების მომზადების გამოცდილება;
** აუცილებელია რუსულისა და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ოპერატიული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 18:00
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: La_shelia@cu.edu.ge, გთხოვთ სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "იურისტი".
|
|
|
|