Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=697025&print=yes&view=jobs
 
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ქოლექტორს ჰაბი
გამოქვეყნდა: 27 იანვარი / ბოლო ვადა: 27 თებერვალი
შპს "ქოლექტორს ჰაბი" სითი მოლი საბურთალოს სივრცეში განთავსებული საკოლექციო ავტომობილების სტენდისთვის აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი #70
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + გაყიდვებზე მიბმული საბონუსე სისტემა

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთა მომსახურება კომპანიაში დანერგილი სტანდარტის მიხედვით
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
** პროდუქციის სტენდზე განთავსება და მოწესრიგება
** სალაროსთან მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საცალო გაყიდვების სფეროში მუშობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება
** საავტომობილო მარკების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: hr@igdevelopment.ge

გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" შესაბამისად, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია