|
დასახელება:
რუსულენოვანი ტუროპერატორი
|
| მომწოდებელი:
Travel Bee
|
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
"Travel Bee" აცხადებს ვაკანსიას რუსულენოვანი ტუროპერატორის პოზიციაზე.
კომპანია "Travel Bee" არის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია საქართველოს ბაზარზე. ვოპერირებთ 13 წელია, როგორც საქართველოში, ასევე სომხეთსა და უზბეკეთში. გვაქვს საკუთარი გიდების სკოლა და გადამზადების მრავალფეროვანი პროგრამები.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:30
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მელიქიშვილის 13
** ანაზღაურება: 1500 ლ + ბონუსები გაყიდვებიდან
** კონკურენტული ანაზღაურება შედეგებზე ორიენტირებული ზრდის შესაძლებლობით (საკმაოდ მაღალი);
** გუნდური აქტივობები და თანამშრომლობის ხელშემწყობი გარემო
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ტურისტული პაკეტების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და შემუშავება პარტნიორ კომპანიებთან შეთანხმებით;
** ჩვენს SRM სისტემაში მუშაობა (შეგასწავლით)
** ტურის კონტროლი (გიდი, მძღოლი, სასტუმრო, რესტორანი, ბილეთები და ა.შ)
** ტურთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და დეტალური კომუნიკაცია მომწოდებლებთან — სასტუმროები, გიდები, მძღოლები, რესტორნები და სხვა პარტნიორები;
** არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან (მათ შორის ახალ სასტუმროებთან და რესტორნებთან) საქმიანი ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
** მჭიდრო კავშირი როგორც ოპერაციების გუნდთან ასევე ფინანსურ დეპარტამენტთან;
** ტურის მსვლელობისას სერვისის ხარისხის მუდმივი კონტროლი
საჭირო პროფესიული/პიროვნული უნარები:
** საქართველოს ტურისტული ლოკაციებისა და რეგიონების კარგად ცოდნა;
** რუსული და ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** პროგრამები (Microsoft Office, Excel);
** ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დიდ უპირატესობად ჩაითვლება მუშაობა ტურიზმში
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე ფოტოთი: temo@travelbee.ge.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - რუსულენოვანი ოპერატორი.
|
|
|
|