|
დასახელება:
მოძრავი მერჩენდაიზერი
|
| მომწოდებელი:
ზებრა გრუპი
|
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
შპს "ზებრა გრუპ" აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო ტერიტორია: მხოლოდ თბილისის დასავლეთ ნაწილში (დიღომი, დიდი დიღომი, გლდანი)
გრაფიკი: სრული, კვირაში 3 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული, გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
** სადისტრიბუციო ობიექტებზე მისვლა, პროდუქციის მოწესრიგება და პლანოგრამის მიხედვით განთავსება;
** სადისტრიბუციო ობიექტზე წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** პროდუქციის გამოტანა საწყობიდან და თაროებზე განთავსება;
** სტენდების/თაროების მაქსიმალურად შევსება;
** პროდუქციის ფასებისა და მარაგის კონტროლი;
** განთავსებული პროდუქციის ფოტომასალის ყოველდღიური წარდგენა WhatsApp-ის საშუალებით;
** მონაწილეობა წიგნის ფესტივალებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** კომპიუტერული პროგრამების (Excel, Word და სხვ.) ცოდნა;
** ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, დისციპლინა, ორგანიზებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
თუ დაინტერესდით და აკმაყოფილებთ მითითებულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@zebra-group.ge.
საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|