Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: პილარ დიღომი
გამოქვეყნდა: 27 იანვარი / ბოლო ვადა: 27 თებერვალი
დეველოპერული კომპანია შპს "პილარ - დიღომი" - Pillar Park-ის პროექტისთვის აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

"Pillar Park" არის ახალი დაბალი განაშენიანების საცხოვრებელი უბანი დიღომი 8-ში, რომელიც მოიცავს 65, 000 მ2 სარეკრეაციო სივრცეს, პარკს, ღია აუზს, ველობილიკებს, ჩოგბურთისა და პადელის კორტებს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიღომი, ლაშა ლაშხიას N1.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00), შაბათი (10:00 - 15:00)
ანაზღაურება: 5000 ლარი (NET) (გარანტირებული ფიქსირებული და შთანთქმადი ბონუსი)

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტთან დაკავშირებით მომხმარებლების მოთხოვნების შესწავლა, შეფასება და მათი ანალიზი;
** მომხმარებელთა მოთხოვნების გათვალისწინებით პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა;
** გაყიდვების დაგეგმარება, გეგმების შესრულების მონიტორინგი, ანალიზი;
** კომპანიაში არსებული საკომუნიკაციო არხების გამოყენებით პოტენციურ მყიდველებთან ეფექტური კომუნიკაციის განხორციელება;
** მომხმარებელთან შეხვედრების ორგანიზება, პრეზენტაციების მომზადება, შეხვედრის წარმართვა;
** მყიდველებთან მოლაპარაკებების წარმოება გაყიდვებთან დაკავშირებით;
** გაყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაციის მართვა;
** საჭიროების შემთხვევაში აქტიური ჩართულობა და მონაწილეობის მიღება მარკეტინგულ ღონისძიებებში;
** მომხმარებელთა რეკლამაციებისა და პრეტენზიების საფუძველზე გამოვლენილი პროდუქტისა ან/და სერვისის ხარვეზების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება ხელმძღვანელობისთვის და მომხმარებელთა უკმაყოფილების გამომწვევი მიზეზების შესწავლა/ ანალიზი;
** სხვადასხვა ანგარიშების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის (დამუშავებული ლიდების, ჩატარებული პრეზენტაციების, სატელეფონო საუბრების და ა.შ);
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება პოზიციის სპეციფიკის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MC Office (Excel, Word, Power Point));
** სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

უნარები:

** პრიორიტეტების სწორად დანახვის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "პილარ- დიღმის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@pillar.ge

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე hr@pillar.ge:

** თქვენი რეზიუმე (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — გაყიდვების მენეჯერი);
** მიმდინარე პროექტების ანალიზი — გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს მიმდინარე პროექტებს და გაგვიზიაროთ თქვენი შეფასება / პროფესიული ხედვა პროექტებთან დაკავშირებით

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზემოაღნიშნული ორივე დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულოა და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება თქვენი კანდიდატურის განხილვა.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე