Робота для біженців з України
სამშენებლო კატეგორიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: თიფოქსი
გამოქვეყნდა: 27 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
"თიფოქსი" სამრეწველო სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის B2B ბაზარზე ლიდერი კომპანიაა. ბრენდი მსოფლიოში წამყვანი პრემიუმ კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელია, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში. კომპანიის ბიზნეს მოდელი პასუხობს სამშენებლო ბაზრის მოთხოვნებს და სექტორს პრემიუმ ხარისხის პროდუქციასთან ერთად სთავაზობს კვალიფიციურ საკონსულტაციო მომსახურებას.

ჩვენი მიზანია მომხმარებლისთვის სამშენებლო პროცესის გამარტივება.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.tfox.ge

კომპანია "თიფოქსი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი, ა.ენუქიძის #7
ანაზღაურება: ფიქსირებული (კვალიფიკაციიდან გამომდინარე ინდივიდუალურად იქნება განხილული) + ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო მასალების ასორტიმენტის სტრატეგიული დაგეგმვა, განვითარება და რეგულარული განახლება;
** ახალი ბრენდებისა და პროდუქტების იდენტიფიცირება, შერჩევა და დანერგვის პროცესის მართვა;
** კატეგორიის საფასო სტრატეგიის შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;
** შესყიდვების დაგეგმვა და პროდუქციის მოწოდების პროცესის სრული კონტროლი;
** მოლაპარაკებების წარმოება ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან ხელსაყრელი პირობების უზრუნველსაყოფად;
** ალტერნატიული მომწოდებლების ბაზის შექმნა, განვითარება და მუდმივი განახლება;
** გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა და კატეგორიის პროფესიული მხარდაჭერა;
** საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა და სამშენებლო ბაზრის ტენდენციებისა და ტრენდების მონიტორინგი;
** სამშენებლო მასალების იმპორტისა და სრული მიწოდების პროცესის კოორდინაცია და ზედამხედველობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** შესყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენების ცოდნა B2 დონეზე (სავალდებულოა);
** MS Office პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** სექტორში კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ტრენინგებს;
** Onboarding-ის გამართულ სისტემას გუნდში მარტივი ინტეგრაციისთვის;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** შედეგებზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass ;
** კორპორატიულ ნომერს;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2026 წლის 26 თებერვლამდე

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "თიფოქსმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "თიფოქსის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე