Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=696903&print=yes&view=jobs
 
ლოგისტიკური მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკური მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: კაუკასუს აუტო
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
"კაუკასუს აუტო", 21-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს "კაუკასუს აუტო" საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია. ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ. ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ.

მისი ისტორია 2004 წელს თბილისში დაიწყო და დღეს მოიცავს მილიონამდე იმპორტირებულ ავტომობილს, ათასობით წარმატების ისტორიას და 700-ზე მეტ პროფესიონალს. კომპანიის ზრდა და განვითარება შესაძლებელი გახდა სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალური თანამშრომლობით, რის შედეგადაც დღეს კომპანია ლოგისტიკის სფეროში მსოფლიო დონის ლიდერია.

"კაუკასუს აუტოში", ლოგისტიკის დეპარტამენტში, ლოგისტიკური მხარდაჭერის უმცროს სპეციალისტს ვეძებთ, რომლის მოვალეობებშიც შევა:

** აუქციონისა და საწყობის ფოტომასალის შედარება
** გამოვლენილი დამატებითი დაზიანებების დაფიქსირება შესაბამის ფაილში
** საწყობებთან კომუნიკაცია ინფორმაციის დაზუსტების მიზნით
** საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების ცვლილების მოთხოვნის ინიცირება
** შიდა საკომუნიკაციო ფაილების დამუშავება და განახლება გუნდთან კოორდინაციით

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** Microsoft Office-ში მუშაობის გამოცდილება
** დეტალებზე ორიენტირებულობა

სამუშაო საათები: 15:00-23:00
სამუშაო ლოკაცია: ვაკე, აბაშიძის 38

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა!

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა. გელოდებით!

https://caucasusauto.selfrecruit.ge/s/9PW5
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია