Робота для біженців з України
ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე
მომწოდებელი: გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 04 თებერვალი
თანდართული ფაილი: 696898_danarti_8316319.zip
"გაეროს გლობალური შეთანხმება" (UN Global Compact) არის გაერთიანებული ერების ინიციატივა, მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის პლატფორმა, რომლის მიზანია ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნა. ის დაფუძნებულია 10 პრინციპზე, ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. ორგანიზაციაში გაერთიანებულია საერთაშორისო დონეზე 25 000 ათასამდე ორგანიზაცია, ხოლო საქართველოს ქსელს 150-ზე მეტი წევრი ჰყავს.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი წარმოადგენს გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივ წარმომადგენლობას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს.

"გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი" აცხადებს ტენდერს ორგანიზაციის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე და იწვევს საქართველოს ბაზარზე არსებულ სადაზღვევო კომპანიებს მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობითვის საჭირო ინფორმაცია იხილეთ დანართი #1 სახით.

ტენდერში მონაწილე პირების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი ინფორმაცია:

** სადაზღვევო კომპანიის შესახებ მოკლე ინფორმაცია;
** მინიმუმ ორი კატეგორიის სადაზღვევო პაკეტი, რომელიც უნდა იყოს დანართი #1-ში აღწერილი მინიმალური პირობების შესაბამისი;
** სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერი კლინიკების ჩამონათვალი;
** დაზღვევის პირობები: პროვაიდერ/არაპროვაიდერ კლინიკებში სერვისის მიღების სქემის აღწერა და ანაზღაურების მექანიზმების ჩამონათვალი პროვაიდერ/არაპროვაიდერ კლინიკებსა და სააფთიაქო ქსელებში (მედიკამენტები, სამედიცინო მომსახურება);
** გამონაკლისების დეტალური განმარტება;
** სადაზღვევო პრემიის ღირებულება, ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტის გათვალისწინებით (თვის/წლის განმავლობაში).
** სადაზღვევო კომპანიის მიერ მოთხოვნილი ყველა დამატებითი პირობა, რომელიც ხაზგასმით უნდა იყოს ნაჩვენები;
** დაზღვეული ორგანიზაციების ჩამონათვალი.

დამატებითი პირობები:

** თანამშრომლების დაზღვევა უნდა განხორციელდეს 2026 წლის 1 მარტიდან 1 (ერთი) წლის ვადით;
** ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე არსებული დაავადებებისა და მდგომარეობების (მათ შორის, ორსულობა და მშობიარობა), მათი გართულების მკურნალობისა და მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურება დაზღვეულთათვის უნდა განხორციელდეს მოცდის პერიოდის გარეშე.

დაინტერესებულმა სადაზღვევო კომპანიებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 4 თებერვლის 16:00 საათისა.

სატენდერო დოკუმენტაცია დამოწმებული პასუხისმგებელი პირის მიერ უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: procurement@unglobalcompact.ge. სათაურის ველში მიუთითეთ დასახელება: ჯანმრთელობის დაზღვევის შესყიდვაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე