|
დასახელება:
პაციენტების მართვის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ნიუ ჰოსპიტალსი
|
|
გამოქვეყნდა: 26 იანვარი
/ ბოლო ვადა: 26 თებერვალი
|
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების პაციენტების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო გრაფიკი: ოთხ დღეში ერთხელ, 24 საათიანი მორიგეობა.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება მედიცინის, ჯანდაცვის, სტომატოლოგიის, ფარმაციის ან ბიზნესის მიმართულებებს);
** გამართული ვერბალური უნარები;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
ძირითადი ფუნქციები:
** გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების პაციენტების ნაკადის მართვა;
** პაციენტის ინფორმირება კვლევებისა და მკურნალობის ეტაპებისა და ვადების შესახებ;
** პაციენტის ინფორმირება ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით და თანხლება გადახდის პროცესში;
** პაციენტის გაწერამდე სამედიცინო ისტორიის შევსების სისწორის კონტროლი და მონიტორინგი;
** გაწერილ პაციენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია; დიაგნოზის შესაბამისად, შემდგომი ამბულატორიული კვლევების ან/და სხვა მომსახურების შეთავაზება;
** კლინიკურ და ადმინისტრაციულ გუნდებთან კოორდინაცია.
პიროვნული თვისებები:
** გულისხმიერება;
** თავაზიანობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** აკურატულობა, ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 26.02.2026-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|