|
დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
კომუნალ ჰოსფითალითი
|
|
გამოქვეყნდა: 26 იანვარი
/ ბოლო ვადა: 26 თებერვალი
|
"კომუნალ ჰოსფითალითი" წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მოიცავს კომუნალ ბრენდის ბუტიკ სასტუმროებს, კონცეპტუალურ რესტორნებს და კოქტეილ ბარებს.
"კომუნალ ჰოსფითალითი" 2017 წელს შეიქმნა და მას შემდეგ თბილისში, თელავში და ქუთაისში კრეატიული პროექტები განახორციელა. კომუნალ ბრენდის სასტუმროებმა და რესტორნებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა გავლენიან გამომცემლობებში: ვოგი, თაიმ, ლე ფიგარო.
"კომუნალ ჰოსფითალითი" ორიენტირებულია კრეატიულ, თანამედროვე კონცეფციების შექმნა-დანერგვაზე, ევროპული მართვის მოდელზე და გუნდის წევრების მუდმივ განვითარებაზე.
"კომუნალ ჰოსფითალითი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის სრული ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება (რესტორნებისა და სასტუმროების სპეციფიკის გათვალისწინებით);
** ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა კანონმდებლობის შესაბამისად;
** მოგება-ზარალის უწყისების მომზადება და წარდგენა;
** შემოსავლებისა და ხარჯების კონტროლი, თვითღირებულების ანალიზი;
** სალარო ოპერაციების, საბანკო ტრანზაქციებისა და ინვენტარის კონტროლი;
** შიდა ფინანსური პროცესებისა და კონტროლის სისტემების გაუმჯობესება;
** აუდიტორებთან, საგადასახადო ორგანოებთან და სხვა შესაბამის სტრუქტურებთან კომუნიკაცია;
** ბანკებთან კომუნიკაცია;
** ბუღალტერთა გუნდის მართვა;
მოთხოვნები და საჭირო უნარები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
** სარესტორნო ან სასტუმრო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საქართველოს საგადასახადო და ფინანსური კანონმდებლობის ღრმა ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა;
პიროვნული თვისებები:
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან გასაუბრებას.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@communalcompany.com. ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|