Робота для біженців з України
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: PAUL
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
ფრანგული რესტორნების ქსელი "PAUL" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორნისთვის.

სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო ცვლა. 5/2

მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - აუცილებელია

ფუნქცია-მოვალეობები:

** ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება
** კერძების დადგენილ ვადაში და დადგენილი ფორმით მომზადება
** კერძების მომზადება კალკულაციის დაცვით
** სამუშაო მაგიდის, დანადგარების და საჭირო ინვენტარის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება
** შეფ მზარეულთან/სუ შეფთან მჭიდრო კომუნიკაცია მომავალი დღის/დღეების მომარაგების ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით
** რესტორნის სამზარეულოს სასაქონლო მარაგების ეფექტიანი გამოყენება
** საკვების დახარისხება და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** შეფ მზარეულისა და სუშეფის დამატებითი მოთხოვნების შესრულება საჭიროებისამებრ

საჭირო უნარები:

** კომუნიკაბელური
** მოწესრიგებული
** აქტიური
** მოტივირებული
** ორგანიზებული
** სტრესულ სიტუაციასთან მშვიდად გამკლავების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** სისწრაფე
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@frenchbakery.ge. გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

წარმატებებს გისურვებთ!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ფრენ ბეიქერის" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე