Робота для біженців з України
მიმტანი, ბარმენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი, ბარმენი
მომწოდებელი: PAUL
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
ფრანგული რესტორნების ქსელი "PAUL" აცხადებს ვაკანსიას მიმტანისა და ბარმენის პოზიციაზე

ლოკაციები: ი. აბაშიძის ქუჩა, ალ.ყაზბეგის გამზ.
8 საათიანი სამუშაო გრაფიკი 5/2

1. მიმტანი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრისთვის მენიუს გაცნობა, შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში, კერძების ინგრედიენტებისა და მომზადების პროცესის შესახებ, სტუმრების ინფორმირება;
** სტუმრისათვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა;
** სტუმრის ეფექტური მომსახურება რესტორნის სტანდარტების მიხედვით;
** მენიუს ზედმიწევნით კარგად ცოდნა.
** მაგიდის ალაგება
** პროგრამასთან მუშაობა
** ანგარიშწორების განხოციელება
** სისუფთავის შენარჩუნებს

2. ბარმენი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების ღიმილით და თავაზიანად მიღება-გაცილება
** მენიუში არსებული სასმელის ცოდნა და შეთავაზება
** ანგარიშწორების წარმოება
** პროგრამასთან მუშაობა
** ბარის და საწყობის სისუფთავის უზრუნველყოფა
** ბარის პროდუქტის დადგენილი პერიოდულობით აღწერა
** საჭიროების შემთხვევაში მიმტანების დახმარება

საჭირო უნარები:

** განათლება კვებისა და სასმლის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა;
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების გადანაწილების უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი:  ცვალებადი (დღის სხვადასხვა მონაკვეთში); შესაძლებელია შეთანხმება სწავლასთან და სხვადასხვა აქტივობებთან.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@frenchbakery.ge. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ფრენ ბეიქერის" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

რესტორანი "PAUL" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე