Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: დეკოლაინ ქონსთრაქაშენი
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
სამშენებლო სარემონტო კომპანია შპს "დეკოლაინ ქონსთრაქაშენი" რომელიც წარმატებით ოპერირებს როგორც საცალო, ასევე კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით, ეძებს გაყიდვების მენეჯერს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გააჩნია უმაღლესი განათლება;
** გააჩნია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში არანაკლებ 5 წლისა;
** სრულყოფილად იცის ქართული, ხოლო სასაუბროდ რომელიმე სხვა უცხო ენა .
** სრულყოფილად ფლობს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.
** აქვს გაყიდვების გამოცდილება კონკრეტულად უძრავი ქონების ან სამშენებლო
** სექტორში.
** ზედმიწევნით ფლობს მომხმარებლებთან ურთიერთობის ასევე მომსახურების
** სტანდარტების ტექნიკებს.
** აქვს მართვის მოწმობა (B) კატეგორია.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** აწარმოოს მოძიებულ პოტენციურ დამკვეთებთან მოლაპარაკებები, გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით.
** არსებულ დამკვეთებთან მუდმივ რეჟიმში მუშაობა, ინფორმაციის მობილიზაცია და
სისტემატიზაცია;
** პოტენციური კლიენტების შესახებ ბაზის შექმნა, მუდმივი განახლება სხვადასხვა ნიშნის მიხედვით და ამ მონაცემების ეფექტურად გამოყენება;
** პოტენციურად საინტერესო ობიექტების ადგილზე მონახულება და ვიზიტი შემდგომი აქტივობის მიზნით; (მინიმუმ 4 შეხვედრა კვირაში)
** გაყიდვების სტიმულაციისთვის მარკეტინგული გეგმების შექმნა/ განხორციელება /კონტროლი, უშუალო ხელმძღვანელის ზედამხედველობის ქვეშ.
** გაფორმებული ხელშეკრულებების, მიწოდებული ხარჯთაღრიცხვების, ასევე სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების მუდმივი კონტროლი;
** წინასწარ შეთანხმებული პრეზენტაციების, კომერციული წინადადებების მომზადება/მათ შორის წარდგენა პოტენციურ დამკვეთებთან მოლაპარაკების ჭრილში.
** განცხადებების განთავსება კონკრეტულ პლატფორმებზე/ ცივი და თბილი ზარების განხორციელება/ სატელეფონო კონსულტაციის გაწევა პოტენციური მომხმარებლებისთვის.
** მომხმარებლის მიერ დაყენებული მოთხოვნის/პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და მოთხოვნის დროული შესრულების მონიტორინგი;
** მომსახურების პროცესის გაუმჯობესების მიზნით ახალი იდეების გენერირება.
** სხვადასხვა სახის კორესპონდენციისა და ანგარიშების მომზადება კვირის ჭრილში.; კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება; ასევე გაყიდვების რეპორტის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით.

გაყიდვების მენეჯერს უნდა გააჩნდეს შემდეგი თვისებები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მრავალმხრივი კომუნიკაციისა და საქმიანი ურთიერთობების უნარ-ჩვევები;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება/დეტალებისადმი ყურადღება;
** სიზუსტე, აკურატულობა;
** დამოუკიდებლობა და გაბედულება გადაწყვეტილებების დელეგირებისას;
** დატვირთულ რეჟიმში, ისევე როგორც სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების უნარი;
** სრული სურათის გაანალიზების და კომპანიის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე
** მოქმედების უნარი;

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 10.000 (ათი ათასი) ლარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი: 9:30-18:30

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: cv@decoline.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე