|
დასახელება:
ხარჯთაღმრიცხველი
|
| მომწოდებელი:
Buknari Hotel
|
|
გამოქვეყნდა: 26 იანვარი
/ ბოლო ვადა: 26 თებერვალი
|
"Buknari Hotel" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის თანამდებობაზე.
ხელფასი: 2500 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნარი
ძირითადი მოვალეობები:
** საწარმოო და საოპერაციო ხარჯების სიზუსტით აღრიცხვა, დამუშავება და ანალიზი;
** პროდუქტებისა და მომსახურების თვითღირებულების კალკულაციების (calculation) განხორციელება;
** ხარჯთაღრიცხვების დამუშავება, მონიტორინგი და კონტროლი;
** დაგეგმილი და ფაქტობრივი ხარჯების ანალიზი, განსხვავებების იდენტიფიკაცია და ანგარიშგების მომზადება;
** ფინანსურ და საბუღალტრო გუნდთან კოორდინაცია, საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების მიცემა;
** ანგარიშგებების და ანალიტიკური მონაცემების მომზადება ხელმძღვანელისთვის წარდგენის მიზნით;
** ფინანსური პროცესების გაუმჯობესებაზე რეკომენდაციების შემუშავება, ხარჯების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა აუდიტორულ პროცედურებში და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** შიდა კონტროლის პროცედურების დაცვა ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებულ ყველა პროცესში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ხარჯთაღრიცხვის ან/და ფინანსების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასტუმროს, რესტორნის ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** თვითღირებულების დაანგარიშების განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება;
** ბიუჯეტის ანალიზისა და ხარჯების ოპტიმიზაციის გამოცდილება.;
** საწარმოო და საოპერაციო ხარჯების აღრიცხვისა და ანალიზის სტანდარტების სრულყოფილი ცოდნა;
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Excel და ERP სისტემები (სასურველია);
** ძლიერი ანალიტიკური უნარები და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: Hr@buknarihotel.com
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
|
|
|
|