Робота для біженців з України
შეფ-მზარეული - ბუკნარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ-მზარეული
მომწოდებელი: Buknari Hotel
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
"Buknari Hotel" აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის (Chef De Partie) თანამდებობაზე.

ხელფასი: 1800 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნარი

ძირითადი მოვალეობები:

** კერძების მომზადება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** პროდუქციის სწორად დამუშავება, შენახვა და გამოყენება;
** ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის მარაგების კონტროლი და ხელმძღვანელის ინფორმირება;
** სამზარეულოს გუნდთან ეფექტური და კოორდინირებული მუშაობა;
** უსაფრთხოების წესებისა და შიდა რეგულაციების დაცვა;
** სამუშაო სივრცის და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მზარეულის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი კონკრეტული სექციის გამოცდილება და რეცეპტების შესრულების პრაქტიკული გამოცდილება;
** პროფესიული განათლება კვების/კულინარიის მიმართულებით;
** კულინარიული ტექნოლოგიებისა და თერმული დამუშავების მეთოდების ცოდნა;
** სურსათის უვნებლობის და ჰიგიენის სტანდარტების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ⁠ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;

აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე