|
დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Buknari Hotel
|
|
გამოქვეყნდა: 26 იანვარი
/ ბოლო ვადა: 26 თებერვალი
|
"Buknari Hotel" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
ხელფასი: 3500 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნარი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის შესყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა, განხორციელება და ოპტიმიზაცია;
** ბაზრის ანალიზი და მომწოდებელთა მონაცემების კვლევა შესყიდვების პროცესის გასაუმჯობესებლად;
** პროდუქტის შეძენის სრული პროცესის მართვა და მონიტორინგი (შეკვეთები, კონტრაქტები, მიღება, ინვენტარიზაცია);
** დოკუმენტაციის დამუშავება და რეგულარული რეპორტინგი;
** შესყიდვების პროგრამის დანერგვა, მართვა და პროცედურების სტანდარტიზაცია;
** მომწოდებლებთან კოორდინაცია ფასების, მიწოდების, ლოგისტიკის და სპეციალური აქციების შესახებ;
** ახალი მომწოდებლების მოძიება, შეფასება და კონტრაქტების წარმოება;
** მარაგების ბრუნვის, ინვენტარისა და ხარისხის მონიტორინგი და კონტროლი;
** შესყიდვების ბიუჯეტის მომზადება, განაწილება და კონტროლი;
** სტრატეგიული შეძენების გადაწყვეტილებების მიღება პრემიუმ და სეზონურ პროდუქტებზე;
** მიწოდების გრაფიკების, ტრანსპორტირების და ინვენტარის მოძრაობის კონტროლი;
** სამზარეულოს პროდუქტების ტენდერების ორგანიზება; მჭიდრო თანამშრომლობა ფინანსურ დეპარტამენტთან, სამზარეულოს და F&B გუნდებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხარისხი, დროული მიწოდება და ბიუჯეტის დაცვა;
** მოვალეობების განაწილება, სამუშაოს მონიტორინგი და შესრულების შეფასება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
** შესყიდვების პროცესების, კონტრაქტების, ინვენტარის მართვის და პროცედურების ოპტიმიზაციის გამოცდილება;
** ბაზრის ანალიზის, მომწოდებელთა მონიტორინგის და შესყიდვების სტრატეგიული დაგეგმვის უნარი;
** ბიუჯეტის მართვის, ფინანსური რეპორტინგის და დანახარჯების კონტროლი;
** ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკების და გუნდური მუშაობის უნარები;
** კონტრაქტების შეფასება და მომწოდებელთა შესრულების შეფასების უნარი ხარისხის სტანდარტების დაცვით;
** MS Office-ის პროგრამების, ERP ან სხვა შესყიდვების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი და სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება;
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: Hr@buknarihotel.com
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
|
|
|
|