|
დასახელება:
ფრონტ ოფისის ცვლის უფროსი
|
| მომწოდებელი:
Buknari Hotel
|
|
გამოქვეყნდა: 26 იანვარი
/ ბოლო ვადა: 26 თებერვალი
|
"Buknari Hotel" აცხადებს ვაკანსიას ფრონტ ოფისის ცვლის უფროსის თანამდებობაზე.
ხელფასი: 1500 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნარი
ძირითადი მოვალეობები:
** ცვლის განმავლობაში ფრონტ ოფისის/რესეფშენის ოპერაციების კოორდინაცია და კონტროლი;
** ცვლაში მომუშავე პერსონალის საქმიანობის ზედამხედველობა;
** რეზერვაციების, ჩეკ-ინი/ჩეკ-აუტისა და მიღება-გაწერის პროცესების კონტროლმომსახურების სტანდარტების დაცვა და შესრულების მონიტორინგი;
** ცვლის ანგარიშგების მომზადება და ინფორმაციის მართვა;
** მომხმარებლებთან/სტუმრებთან ურთიერთობის პროცესის მხარდაჭერა და პრობლემების დროული გადაჭრა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ფრონტ ოფისში/რესეფშენზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია ცვლის უფროსის ან უფროსი თანამშრომლის პოზიციაზე;
** რეზერვაციების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ფრონტ ოფისის/რესეფშენის ყოველდღიური ოპერაციების და მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური და დამატებითი უცხო ენის ცოდნა;
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება მომსახურების, ტურიზმის ან სხვა მსგავსი მიმართულებით;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში სწრაფი რეაგირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: Hr@buknarihotel.com
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
|
|
|
|