Робота для біженців з України
უსაფრთხოების ცვლის უფროსი - ბუკნარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების ცვლის უფროსი
მომწოდებელი: Buknari Hotel
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
"Buknari Hotel" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ცვლის უფროსის თანამდებობაზე.

ხელფასი: 1300 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნარი

ძირითადი მოვალეობები:

** უსაფრთხოების ცვლაში მიმდინარე ოპერაციების კოორდინაცია და ზედამხედველობა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობის კონტროლი და დავალებების განაწილება;
** ობიექტის უსაფრთხოების წესებისა და შიდა რეგულაციების შესრულების უზრუნველყოფა;
** დროული რეაგირება ინციდენტებზე და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** უსაფრთხოების სისტემების (ვიდეო კამერები, დაშვების კონტროლი) მონიტორინგი;
** ცვლის ანგარიშგების მომზადება და ინფორმაციის ხელმძღვანელისთვის გადაცემა;
** შრომის უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების პროცედურების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უსაფრთხოების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ცვლის უფროსის ან უფროსი თანამშრომლის პოზიციაზე;
** უსაფრთხოების პროცედურების, ობიექტის დაცვისა და ინციდენტების მართვის პრინციპების ცოდნა;
** უსაფრთხოების ტექნიკურ სისტემებთან მუშაობის საბაზისო ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სწრაფი რეაგირების და გადაწყვეტილების მიღების უნარები;
** ლიდერული და გუნდური მუშაობის უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ⁠ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;

აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე