|
დასახელება:
ტექნიკური მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Buknari Hotel
|
|
გამოქვეყნდა: 26 იანვარი
/ ბოლო ვადა: 26 თებერვალი
|
"Buknari Hotel" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის თანამდებობაზე.
ხელფასი: 3500 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნარი
ძირითადი მოვალეობები:
** ტექნიკური გუნდის ზედამხედველობა და სამუშაოების კოორდინაცია;
** დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯების კონტროლი;
** ინვენტარის შეძენა, აღრიცხვა, განახლება და პროფილაქტიკური შემოწმება;
** ტექნიკური ხარვეზებზე ოპერატიული რეაგირება და პრობლემების დროული აღმოფხვრა;
** სამუშაო გრაფიკის შედგენა და დავალებების ეფექტურად განაწილება;
** კონტრაქტორებთან თანამშრომლობა და შესრულებული სამუშაოების მიღება/კონტროლი;
** ტექნიკური სტანდარტებისა და უსაფრთხოების დაცვის მეთვალყურეობა;
** გუნდის ტრენინგებისა ორგანიზება და თანამშრომელთა პერიოდული შეფასებების განხორციელება;
** გეგმიური და საგანგებო ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვა და აღრიცხვა;
** ყოველთვიური ტექნიკური და საოპერაციო რეპორტების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია საინჟინრო ან სხვა ტექნიკური პროფილის უმაღლესი განათლება;
** ტექნიკურ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ტექნიკური გუნდის მართვის გამოცდილება (ჰოსპიტალითი სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად);
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოების და რეპორტინგის გამოცდილება;
** ძლიერი ორგანიზაციული და ლიდერული უნარები;
** პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** უსაფრთხოების ნორმებისა და ტექნიკური სტანდარტების პრაქტიკული ცოდნა;
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: Hr@buknarihotel.com
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
|
|
|
|