Робота для біженців з України
სუ-შეფი - ბუკნარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუ-შეფი
მომწოდებელი: Buknari Hotel
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
"Buknari Hotel" აცხადებს ვაკანსიას სუ-შეფის (Sous Chef) თანამდებობაზე.

ხელფასი: 3500 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნარი

ძირითადი მოვალეობები:

** მთავარი შეფ-მზარეულის მხარდაჭერა ყოველდღიური ოპერაციების მართვაში და სამუშაო პროცესების სიზუსტის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ხარისხის სტანდარტების დაცვა: კერძების ხარისხი, გემო, პრეზენტაცია და ტემპერატურა;
** სამზარეულოს თანამშრომლების ზედამხედველობა, მათი ამოცანების დელიგირება და სწორი თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლების მხარდაჭერა სამუშაოს სწრაფი და ეფექტური შესრულების მიზნით;
** მონაწილეობა მენიუს დაგეგმვაში, ახალი კერძების შემუშავება და სეზონური ცვლილებების შეთავსება;
** პროდუქტებისა და ინვენტარის შეკვეთა, პროდუქტის ოპტიმალური მართვა და დანახარჯების კონტროლი;
** საერთაშორისო სტანდარტის (HACCP) და სხვა შესაბამისი ჰიგიენური/უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** მჭიდრო თანამშრომლობა მთავარ მზარეულთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება პროფესიონალურ სამზარეულოში, მათ შორის გამოცდილება ხელმძღვანელობით/გუნდის მართვაში აუცილებელია;
** HACCP-ისა და ჰიგიენის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** კერძების მომზადების ტექნიკების, პროდუქტის სწრაფი დამუშავების და სამზარეულოს აღჭურვილობის მართვის სრულყოფილი ცოდნა;
** პროფესიული კულინარიული განათლება ან შესაბამისი სერტიფიცირებული კულინარიული კურსები;
** ინოვაციური მიდგომა კერძების შემუშავებასა და სამზარეულოს პროცესებში;
** ეფექტური კომუნიკაციის და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ⁠ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;

აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე