Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=696864&print=yes&view=jobs
 
ჭურჭლის მრეცხავი/სტიუარდი - ბუკნარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჭურჭლის მრეცხავი/სტიუარდი
მომწოდებელი: Buknari Hotel
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
"Buknari Hotel" აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავი/სტიუარდის თანამდებობაზე.

ხელფასი: 1200 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნარი

ძირითადი მოვალეობები:

** ჭურჭლისა და სამზარეულოს ინვენტარის რეცხვა და მოწესრიგება;
** სანიტარული ნორმების დაცვა (HACCP სტანდარტების შესაბამისად);
** სამუშაო სივრცისა და აღჭურვილობის სისუფთავისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** სამზარეულოს გუნდთან თანამშრომლობა და დამხმარე ფუნქციების შესრულება;
** ინვენტარის კონტროლი და მარაგების აღრიცხვა - სტიუარდი აკონტროლებს მარაგებს, აღრიცხავს დაკარგვას და უზრუნველყოფს სამზარეულოს საჭირო აღრიცხვითა და ამარაგებით;
** რეცხვის აპარატურისა და აღჭურვილობის ყოველდღიური მოვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობა და შრომისმოყვარეობა;
** ფიზიკური დატვირთვის ატანის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ⁠ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;

აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია