Робота для біженців з України
სერვისის მენეჯერი - ბუკნარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: Buknari Hotel
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
"Buknari Hotel" აცხადებს ვაკანსიას სერვისის მენეჯერის თანამდებობაზე.

ხელფასი: 5000 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნარი

ძირითადი მოვალეობები:

** რესტორნის/სერვისის გუნდის სრული კოორდინაცია და ზედამხედველობა;
** მომსახურების სტანდარტების დანერგვა, მონიტორინგი და გაუმჯობესება;
** სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა და თანამშრომელთა საქმიანობის მართვა;
** მომხმარებელთან დაკავშირებული საკითხების და უკუკავშირის მართვა;
** სერვისის თანამშრომლების ტრენინგისა და განვითარების მხარდაჭერა;
** შიდა პროცესების ოპტიმიზაცია მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სერვისის მენეჯმენტში ან რესტორნის/ჰოსფითალითი სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის და სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება;
** მომსახურების სტანდარტების და სერვისის ოპერაციების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** თანამშრომელთა კოორდინაციის და გაყიდვების ანალიზის საბაზისო ცოდნა;
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის ან სხვა მსგავსი მიმართულებით;
** ლიდერული და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარები;
** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ⁠ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;

აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე