Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი - ბუკნარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: Buknari Hotel
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
"Buknari Hotel" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის თანამდებობაზე.

ხელფასი: 1500 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნარი

ძირითადი მოვალეობები:

** სასაწყობე ოპერაციების შესრულება შიდა პროცედურების შესაბამისად;
** პროდუქციის მიღება, განთავსება, გაცემა და აღრიცხვა;
** დოკუმენტაციის წარმოება;
** მიწოდებების მიღება/გაცემის გაწერა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე;
** მარაგების სიზუსტისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** საწყობის ყოველდღიური ორგანიზება და სამუშაო პროცესების კონტროლი;
** საწყობის სისუფთავის, წესრიგის და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასაწყობე/ლოგისტიკის საქმიანობაში მუშაობის გამოცდილება;
** პროდუქციის მიღების, განთავსების, გაცემისა და აღრიცხვის გამოცდილება;
** სასაწყობე პროცესებისა და ინვენტარიზაციის საბაზისო ცოდნა;
** შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა;
** საშუალო ან პროფესიული განათლება;
** ფიზიკური გამძლეობა - აუცილებელია პროდუქციის გადაადგილებისა და დატვირთვისთვის;
** მარაგების სიზუსტის, წესრიგისა და ინვენტარის კონტროლის უნარი;
** ფიზიკური დატვირთვისა და გუნდური მუშაობის უნარები;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ⁠ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;

აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე