Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=696860&print=yes&view=jobs
 
მძღოლი - ბუკნარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: Buknari Hotel
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
"Buknari Hotel" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის თანამდებობაზე.

ხელფასი: 1000 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნარი

ძირითადი მოვალეობები:

** ავტომობილის ტექნიკური გამართულობის, სისუფთავისა და რუტინული შემოწმების უზრუნველყოფა;
** ავტომობილის ნებისმიერი გაუმართაობის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** დავალების შესრულებამდე ამინდის პროგნოზისა და დაგეგმილი მარშრუტის გზის დატვირთულობის შესახებ ინფორმაციის ქონა
** ყოველდღიური მგზავრობის ანგარიში/რეპორტის წარმოება;
** მარშრუტების ოპტიმიზაცია ტრეფიკის მიხედვით, წინასწარ დაგეგმილი ლოგისტიკა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა შესაბამისი კატეგორიის (B კატეგორია);
** სამუშაო გამოცდილება მძღოლის პოზიციაზე;
** მგზავრთა უსაფრთხოების წესების, საგზაო მოძრაობის და უსაფრთხოების წესების პრაქტიკული ცოდნა და დაცვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
** სტუმრებზე ორიენტირებული მიდგომა ტრანსპორტირების დროს და საჭიროების შემთხვევაში ეფექტური კომუნიკაცია;
** ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა;

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ⁠ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;

აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია