|
დასახელება:
მორიგე ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
Buknari Hotel
|
|
გამოქვეყნდა: 26 იანვარი
/ ბოლო ვადა: 26 თებერვალი
|
"Buknari Hotel" აცხადებს ვაკანსიას მორიგე ინჟინრის თანამდებობაზე.
ხელფასი: 1700 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნარი
ძირითადი მოვალეობები:
** საინჟინრო სისტემების უწყვეტი და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა ცვლის განმავლობაში;
** ტექნიკური გაუმართაობის იდენტიფიცირება, პირველადი დიაგნოსტიკა და დროული რეაგირება;
** საინჟინრო აღჭურვილობის კონტროლი;
** ტექნიკური სამუშაოების აღრიცხვა და ცვლის ანგარიშგების მომზადება;
** პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობა;
** შრომის უსაფრთხოების წესებისა და ტექნიკური რეგლამენტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ტექნიკური მიმართულებით ან ინჟინრის პოზიციაზე;
** ელექტრო, მექანიკური, სანტექნიკური ან სხვა საინჟინრო სისტემების საბაზისო და პრაქტიკული გამოცდილება;
** პროფესიული ან უმაღლესი განათლება საინჟინრო ან ტექნიკური მიმართულებით;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის და გამოყენების უნარი;
** სტრესულ გარემოში დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირების და გადაწყვეტის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: Hr@buknarihotel.com
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
|
|
|
|