Робота для біженців з України
მიმღების/რესეფშენის თანამშრომელი - ბუკნარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმღების/რესეფშენის თანამშრომელი
მომწოდებელი: Buknari Hotel
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
"Buknari Hotel" აცხადებს ვაკანსიას მიმღების (რესეფშენის) თანამშრომელის თანამდებობაზე.

ხელფასი: 1300 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნარი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** მიღება-გაწერისა და რეზერვაციების პროცესების შესრულება დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
** სატელეფონო ან/და წერილობითი კომუნიკაცია;
** კლიენტების მოთხოვნებზე დროული და კორექტული რეაგირება;
** რესეფშენის სამუშაო სივრცის წესრიგისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რესეფშენზე ან კლიენტთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კლიენტთა მომსახურების საბაზისო პრინციპების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამებთან ან რეზერვაციების სისტემებთან მუშაობის საბაზისო უნარები;
** საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ⁠ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;

აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე