Робота для біженців з України
მთავარი შეფ-მზარეული - ბუკნარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი შეფ-მზარეული
მომწოდებელი: Buknari Hotel
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
"Buknari Hotel" აცხადებს ვაკანსიას მთავარი შეფ-მზარეულის თანამდებობაზე.

ხელფასი: 6000 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნარი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კულინარიული კონცეფციის, მენიუს სტრატეგიისა და სტანდარტების შემუშავება, დანერგვა და განვითარება;
** სამზარეულოს ოპერაციების სრული მართვა და რამდენიმე გუნდის კოორდინაცია;
** ბიუჯეტის, ხარჯთაღრიცხვისა და დანაკარგების კონტროლი ფინანსური ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა ხარისხის ზედამხედველობა;
** კერძების ხარისხის, გემოს, პრეზენტაციისა და ბრენდთან შესაბამისობის მუდმივი კონტროლი;
** ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დანერგვა და მონიტორინგი;
** სამზარეულოს გუნდის პოზიციები მართვა, ტრენინგი, განვითარება და პერიოდული შეფასება;
** ტრენინგებისა და განვითარების პროგრამების შექმნა და განხორციელება და მათი ეფექტიანობის მონიტორინგი;
** ახალი ტექნოლოგიებისა და სამზარეულოს პროცესების ინოვაციური დანერგვა, პროცესების ოპტიმიზაცია;
** სტუმრების კმაყოფილების და ხარისხის მონიტორინგი ჰოსპიტალიტეტის მაღალი სტანდარტების დაცვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Executive Chef ან Head Chef პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** მაღალი დატვირთვის მქონე სამზარეულოს მართვის ან HoReCa ოპერაციების მართვის გამოცდილება;
** მენიუს სტრატეგიის, კულინარიული კონცეფციისა და ბრენდირებული სტანდარტების შექმნის უნარი;
** საკვების უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის საერთაშორისო/ლოკალური სტანდარტების ცოდნა;
** თანამშრომელთა მართვისა და გუნდის განვითარებისა გამოცდილება, მათ შორის ტრენინგებისა და შეფასებების ჩატარება;
** ინოვაციური მიდგომა სამზარეულოს პროცესების ოპტიმიზაციისა და ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** კომუნიკაციის მაღალი უნარები;
** სტრატეგიული აზროვნება და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ⁠ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;

აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე