Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=696852&print=yes&view=jobs
 
მთავარი სტიუარდი - ბუკნარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი სტიუარდი
მომწოდებელი: Buknari Hotel
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
"Buknari Hotel" აცხადებს ვაკანსიას მთავარი სტიუარდის თანამდებობაზე.

ხელფასი: 3500 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნარი

ძირითადი მოვალეობები:

** სტიუარდინგ დეპარტამენტის სრული ოპერაციული მართვა;
** გუნდის ხელმძღვანელობა, სამუშაო გრაფიკების შედგენა და პროცესის კოორდინაცია;
** ჭურჭლის, სამზარეულოს ინვენტარისა და აღჭურვილობის რეცხვისა და დეზინფექციის პროცესების კონტროლი;
** სამზარეულოს, ბუფეტებისა და კვების ზონების სისუფთავისა და სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა;
** HACCP-ის, კვების უსაფრთხოების და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა და მუდმივი კონტროლი;
** სტიუარდინგ დეპარტამენტის ბიუჯეტთან დაკავშირებული პროცესების მხარდაჭერა;
** დაზიანებული ან დაკარგული ინვენტარის აღრიცხვა და შესაბამისი ანგარიშგება;
** სამზარეულოს დეპარტამენტის თანამშრომლებთან და F&B ზედამხედველთან ეფექტური კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მთავარი სტიუარდის პოზიციაზე;
** სტიუარდინგ ოპერაციების სრულყოფილი ცოდნა;
** HACCP-ისა და სანიტარული ნორმების სრულყოფილი ცოდნა;
** ლიდერული უნარები;
** დროისა და სამუშაო პროცესების ეფექტური მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ⁠ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;

აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია