Робота для біженців з України
ტურ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტურ-ოპერატორი
მომწოდებელი: Sky Travel
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
ტურისტული კომპანია "SKY TRAVEL" აცხადებს ვაკანსიას ტურ-ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია წარმატებით მუშაობს 2012 წლიდან გამყვან ტურიზმის მიმართულებით.

მოვალეობები:

** ტურისტული პროდუქტის შექმნა და მათი რეალიზება (მომზადება,  დაგეგმვა და ორგანიზება);
** საკომუნიკაციო და სოციალურ ქსელებში მომხმარებლის მომსახურება; (პოსტების ატვირთვა სოციალურ ქსელში);
** online დაჯავშნების სისტემებში მუშაობა;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** პარტნიორებთან კომუნიკაცია;
** ტურის მიმდინარეობის კონტროლი.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სრულყოფილად);
** რუსული და ინგლისური (სავალდებულოა) ენების ცოდნა კომუნიკაციის წარმართვის დონეზე;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** GDS (Amadeus, Galileo ან Sabre) სრულყოფილი ცოდნა და გამოცდილება. (მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება);
** ტურისტულ ჯავშანთან დაკავშირებული მომსახურება - გაუქმება, ცვლილება, ინფორმაციის მიწოდება, On spot პრობლემის სწრაფი გადაჭრა, მომხმარებლის დახმარება და მომსახურება სტანდარტების დაცვით.

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა; შრომისუნარიანობა; სისხარტე;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
** კონფლიქტური სიტუაციების რეგულირების უნარი

პირობები:

** სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00-მდე; შაბათი 11:00-18:00-მდე;
** ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით: 1100-1800 ლარამდე და (დამატებით 10 პროცენტი ტურისტული პროდუქტიდან)
** დასვენების დღე: კვირაში ორჯერ;
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი 7, თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: skytravelgeorgia@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე