|
დასახელება:
მთავარი კონდიტერი
|
| მომწოდებელი:
Buknari Hotel
|
|
გამოქვეყნდა: 26 იანვარი
/ ბოლო ვადა: 26 თებერვალი
|
"Buknari Hotel" აცხადებს ვაკანსიას მთავარი კონდიტრის თანამდებობაზე.
ხელფასი: 3000 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნარი
ძირითადი მოვალეობები:
** საკონდიტრო სამზარეულოს სრული ოპერაციული მართვა;
** დესერტების, ცომეულისა და საკონდიტრო პროდუქციის მენიუს დაგეგმვა, განვითარება და განახლება სასტუმროს კონცეფციის გათვალისწინებით;
** მაღალი სტანდარტების დესერტების შექმნა ალაკარტე (a la carte), ბუფეტისა და ღონისძიებებისთვის;
** საკონდიტრო გუნდის ხელმძღვანელობა, სამუშაო გრაფიკების შედგენა და პროცესის კოორდინაცია;
** პერსონალის პროფესიული განვითარება, ტრენინგების ჩატარება და მუშაობის ხარისხის შეფასება;
** საკონდიტრო პროდუქტის ხარისხის, გემოვნური თვისებებისა და ვიზუალური პრეზენტაციის მუდმივი კონტროლი;
** რეცეპტურების სტანდარტიზაცია;
** სამზარეულოს აღჭურვილობის სწორი გამოყენების კონტროლი;
** ნედლეულის შეკვეთების დაგეგმვა და მარაგების კონტროლი;
** ეფექტური თანამშრომლობა მთავარ შეფთან და F&B ზედამხედველთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მთავარი კონდიტრის პოზიციაზე;
** პროფესიული კულინარიული ან საკონდიტრო განათლება;
** საკონდიტრო ტექნიკების სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა;
** HACCP და კვების უსაფრთხოების სტანდარტების სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ეფექტური კომუნიკაციის და ლიდერული უნარები;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კრეატიულობა და ვიზუალურ ესთეტიკაზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: Hr@buknarihotel.com
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
|
|
|
|