|
დასახელება:
იმპორტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
დოპამინი
|
|
გამოქვეყნდა: 26 იანვარი
/ ბოლო ვადა: 26 თებერვალი
|
"დოპამინი" არის სწრაფად მზარდი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე დისტრიბუციას უწევს თანამედროვე, მოთხოვნად საერთაშორისო ბრენდებს. კომპანიის გაფართოებასთან ერთად ვეძებთ იმპორტის მენეჯერს, რომელიც ჩართული იქნება იმპორტის სრულ ციკლში — პროდუქტის შერჩევიდან საწყობში მიღებამდე.
ძირითადი მოვალეობები:
** საერთაშორისო მომწოდებლების მოძიება, შერჩევა და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
** ახალი პროდუქტებისა და ბრენდების ანალიზი და შერჩევა კომპანიის პორტფელისთვის;
** იმპორტთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის მართვა (ინვოისი, პაკინგ ლისტი, კონტრაქტები, სერტიფიკატები და სხვა);
** ლოგისტიკური პროცესების კოორდინაცია (ტრანსპორტირება, გრუპაჟი, ტემპერატურული რეჟიმების დაცვის უზრუნველყოფა და ა.შ.);
** საბაჟო პროცედურების ორგანიზება და კომუნიკაცია საბაჟო ბროკერებთან;
** ჩართულობა იმპორტის მთელ ჯაჭვში: პროდუქტის არჩევა → შეკვეთა → ტრანსპორტირება → განბაჟება → დასაწყობება;
** მომწოდებლებთან და ლოგისტიკურ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** იმპორტის ვადების, ხარჯებისა და რისკების კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** იმპორტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (სასურველია FMCG ან საცალო სექტორში);
** საერთაშორისო სავაჭრო და საბაჟო დოკუმენტაციის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (სხვა ენები ჩაითვლება უპირატესობად);
** მოლაპარაკებებისა და ორგანიზაციული უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საბაზისო საოფისე პროგრამების ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
** განვითარებაზე ორიენტირებულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** რეალურ ჩართულობას ბიზნესის ზრდის პროცესში;
** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილების მიხედვით და ასევე დასახული მიზნების შესრულების კოეფიციენტის მიხედვით;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე: hr@dopamine.ge და აუცილებლად სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|