Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=696845&print=yes&view=jobs
 
კონდიტერი - ბუკნარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონდიტერი
მომწოდებელი: Buknari Hotel
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
"Buknari Hotel" აცხადებს ვაკანსიას კონდიტრის თანამდებობაზე.

ხელფასი: 1400 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნარი

ძირითადი მოვალეობები:

** დესერტების, ცომეულისა და საკონდიტრო პროდუქციის მომზადება დადგენილი სტანდარტების და ტექნოლოგიების მიხედვით;
** მთავარი კონდიტრის რეკომენდაციების ზუსტი შესრულება;
** ყოველდღიური წარმოების გეგმის შესრულება ალაკარტე (a la carte), ბუფეტის, საუზმისა და სხვა მომსახურებებისთვის;
** საკონდიტრო პროდუქციის ხარისხის, გემოვნური თვისებებისა და ვიზუალური პრეზენტაციის უზრუნველყოფა;
** ნედლეულის სწორი გამოყენება, შენახვა და ვარგისიანობის კონტროლი;
** სამუშაო პროცესში ჰიგიენის, სანიტარული და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** სამზარეულოს აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების სწორი გამოყენება;
** ეფექტური თანამშრომლობა სამზარეულოს გუნდთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კონდიტრის პოზიციაზე;
** თანამედროვე საკონდიტრო ტექნიკების საბაზისო ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
** მაღალი დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** პროფესიული პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პროფესიული განვითარების მოტივაცია.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ⁠ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;

აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია