|
დასახელება:
HR მენეჯერის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
ჯინო აკვაპარკი
|
|
გამოქვეყნდა: 26 იანვარი
/ ბოლო ვადა: 26 თებერვალი
|
კურორტი თბილისში "ჯინო აკვაპარკი" უკვე 10 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს! ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და მათ კმაყოფილებაზე ზრუნავს.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მეგობრულ გარემოსთან ერთად, ისარგებლეთ აკვაპარკისა და სპა ცენტრის სპეციალური ბენეფიტებით.
"ჯინო აკვაპარკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: HR მენეჯერის ასისტენტი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1500 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** თანამშრომლების პირადი საქმეების ადმინისტრირებისა და ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ჩართულობა;
** რეკრუტინგის პროცესში ჩართულობა;
** მიმდინარე და საარქივო დოკუმენტაციის მოწესრიგება/დახარისხებაში ჩართულობა;
** თანამშრომელთა გადამზადება/ტრენინგების ორგანიზება და გამართვაში ჩართულობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** სასურველია HR მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური/რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** კარგი კომუნიკაციური უნარები
** მაღალი ემოციური ინტელექტი
** ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლიანობა და ინიციატივიანობა
დაინტერესებულებს კომპანია გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა);
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoaquapark.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება!
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|