Робота для біженців з України
დასუფთავების დეპარტამენტის ზედამხედველი - ბუკნარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების დეპარტამენტის ზედამხედველი
მომწოდებელი: Buknari Hotel
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
"Buknari Hotel" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების დეპარტამენტის ზედამხედველის თანამდებობაზე.

ხელფასი: 1800 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნარი

ძირითადი მოვალეობები:

** დასუფთავების დეპარტამენტის თანამშრომლების (Room Attendants, Public Area Cleaners) ყოველდღიური მუშაობის ზედამხედველობა;
** სამუშაო გრაფიკების შედგენა, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
** სასტუმროს ნომრების, საზოგადოებრივი ზონებისა და მომსახურების სივრცეების ინსპექტირება;
** სისუფთავის, წესრიგისა და ვიზუალური სტანდარტების შესაბამისობის კონტროლი;
** დასუფთავების დეპარტამენტის SOP-ების (Standard Operating Procedures) შესრულების უზრუნველყოფა;
** თეთრეულის, უნიფორმების და დასუფთავების ინვენტარის სწორი გამოყენებისა და აღრიცხვის კონტროლი;
** დაკარგული ნივთების (Lost & Found) მართვის პროცესის ზედამხედველობა;
** სტუმრების საჩივრებსა და მოთხოვნებზე სწრაფი და პროფესიონალური რეაგირება;
** უსაფრთხოების, შრომის დაცვისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
** დასუფთავების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია და ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება დასუფთავების დეპარტამენტში ზედამხედველის ან უფროსი თანამშრომლის პოზიციაზე;
** სასტუმროს ჰაუსქიფინგის ოპერაციების ცოდნა;
** მენეჯერული უნარები;
** დროისა და სამუშაო პროცესების ეფექტური მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი ხარისხის სტანდარტები;
** ინგლისური ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ⁠ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;

აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე