Робота для біженців з України
დამხმარე მზარეული - ბუკნარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე მზარეული
მომწოდებელი: Buknari Hotel
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
"Buknari Hotel" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე მზარეულის (Commis Chef) თანამდებობაზე.

ხელფასი: 1200 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნარი

ძირითადი მოვალეობები:

** ინგრედიენტების დამუშავება და კერძების მომზადება ხელმძღვანელის რეკომენდაციების მიხედვით;
** კერძების სწორი პრეზენტაცია და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** ყოველდღიურ სამზარეულოს პროცესებში აქტიური მონაწილეობა;
** ინვენტარისა და პროდუქტის სწორი და წესების დაცვით გამოყენება;
** HACCP-ისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
** სამზარეულოს სისუფთავის, წესრიგისა და უსაფრთხოების შენარჩუნების ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება პროფესიონალურ სამზარეულოში;
** კერძების მომზადების ტექნიკების, ინგრედიენტების დამუშავების და სამზარეულოს აღჭურვილობის მართვის საბაზისო ცოდნა;
** HACCP-ისა და სამზარეულოს ჰიგიენის ძირითადი სტანდარტების ცოდნა;
** სასურველია პროფესიული კულინარიული განათლება ან შესაბამისი კულინარიული სერტიფიცირებული კურსები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიული უნარების განვითარების მოტივაცია და მზაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ⁠ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;

აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე