Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=696839&print=yes&view=jobs
 
გენერალური მენეჯერი - ბუკნარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გენერალური მენეჯერი
მომწოდებელი: Buknari Hotel
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
"Buknari Hotel" აცხადებს ვაკანსიას გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე.

ხელფასი: 1000 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნარი

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** ოპერაციული პროცესების უწყვეტი, ეფექტური და სტანდარტებთან შესაბამისი მართვა;
** ადამიანური რესურსების მართვა, გუნდის განვითარება და შედეგზე ორიენტირებული კულტურის ჩამოყალიბება;
** მომსახურების ხარისხისა და საოპერაციო შესრულების მუდმივი კონტროლი;
** შიდა პოლიტიკების, პროცედურებისა და ოპერაციული სისტემების შემუშავება და იმპლემენტაცია;
** სამოქმედო გეგმების, მიზნებისა და შესრულების ინდიკატორების განსაზღვრა და მონიტორინგი;
** გაყიდვებისა და მარკეტინგის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა;
** ფინანსურ მენეჯერთან კოორდინაციით ბიუჯეტის დაგეგმვა, ფინანსური კონტროლი და ხარჯების ოპტიმიზაცია;
** ფინანსური და საოპერაციო მაჩვენებლების ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
** პროექტის დირექტორთან, მფლობელებთან და კორპორატიულ პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** ინიციატივების წამოწყება და განვითარებისკენ მიმართული პროექტების დანერგვა;
** ყოველდღიური მენეჯმენტ შეხვედრების ჩატარება;
** შესრულებული სამუშაოებისა და მიღწეული მიზნების რეგულარული ანგარიშგება;
** გუნდური გარემოს უზრუნველყოფა და თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი ან სხვა მსგავსი სფერო);
** მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება ხელმძღვანელის პოზიციაზე ჰოსფითალითი სფეროში;
** სტრატეგიული დაგეგმვისა და ოპერაციული მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** ფინანსური მართვის და ბიუჯეტირებისა პრაქტიკული გამოცდილება;
** ადამიანური რესურსების მართვის კომპეტენცია;
** გაყიდვებისა და მარკეტინგული პროცესების პრაქტიკული ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (დამატებითი უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** კომპიუტერული პროგრამების (MS OFFICE, სასტუმროს მართვის სისტემები) სრულყოფილი ცოდნა;
** ძლიერი კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარები;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პროცესებზე ორიენტირებული და შედეგზე ფოკუსირებული აზროვნება.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ⁠ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;

აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია