|
დასახელება:
გაყიდვებისა და რეზერვაციების კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
Buknari Hotel
|
|
გამოქვეყნდა: 26 იანვარი
/ ბოლო ვადა: 26 თებერვალი
|
"Buknari Hotel" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და რეზერვაციების კოორდინატორის თანამდებობაზე.
ხელფასი: 2500 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნარი
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების და რეზერვაციების პროცესების კოორდინაცია დადგენილი შიდა პროცედურების შესაბამისად;
** რეზერვაციების მიღება, დამუშავება, დადასტურება და სისტემაში ასახვა;
** კლიენტებთან კომუნიკაცია გაყიდვებთან, ხელშეკრულებების პირობებთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებით;
** გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, კონტროლი და ორგანიზება;
** გაყიდვების მონაცემების აღრიცხვა, განახლება და პერიოდული რეპორტების მომზადება;
** ფასებისა და შეთავაზებების სიზუსტის კონტროლი;
** კომპანიის მომსახურების სტანდარტებისა და შიდა პოლიტიკების დაცვა;
** მომხმარებლების მოთხოვნების დროულად გადაჭრა და გაყიდვების პროცესების მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების ან/და რეზერვაციების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** გაყიდვების პროცესების, რეზერვაციების/CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** გაყიდვებთან დაკავშირებული საბაზისო დოკუმენტაციის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ან/და სხვა დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან სხვა მსგავსი მიმართულებით;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების უნარი:
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი და კლიენტებზე ორიენტირებული მიდგომა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: Hr@buknarihotel.com
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
|
|
|
|