|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
Buknari Hotel
|
|
გამოქვეყნდა: 26 იანვარი
/ ბოლო ვადა: 26 თებერვალი
|
"Buknari Hotel" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.
ხელფასი: 2000 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნარი
ძირითადი მოვალეობები:
** ბუღალტრული გადარიცხვების და გატარებების განხორციელება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, აღრიცხვა და სისტემატიზება;
** მიღებული დოკუმენტაციის სიზუსტის გადამოწმება და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** ბიუჯეტის (შემოსავლები/ხარჯები) შედარება ფაქტიურ მონაცემებთან და ცვლილებების ანალიზი;
** ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** კომპანიის ხელშეკრულებების შემოწმება საგადასახადო კუთხით;
** კომპანიის საბუღალტრო ოპერაციების შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ანალიზი და კონტროლი;
** შიდა აუდიტორული შემოწმებების მხარდაჭერა საბუღალტრო ოპერაციების ნაწილში;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელისთვის;
** საბუღალტრო პროცესების შესაბამისობის მონიტორინგი, შიდა კონტროლის სტანდარტების დაცვით;
** აუდიტორებთან თანამშრომლობა და აუდიტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** კომპანიის ფინანსური ინფორმაცია სისტემატიზება, დაარქივება და კონფიდენციალურობის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბუღალტერიაში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ბუღალტრული გადარიცხვებისა და საბუღალტრო ოპერაციების განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება;
** სასტუმრო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგებების მომზადების უნარი;
** შემოსავლების აღრიცხვის, გაყიდვებთან დაკავშირებული ოპერაციებისა და საგადასახადო მოთხოვნების სრულყოფილი ცოდნა;
** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Excel, ERP ან/და ფინანსური პროგრამები (სასურველია);
** ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: Hr@buknarihotel.com
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
|
|
|
|