Робота для біженців з України
IT მენეჯერი - ბუკნარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მენეჯერი
მომწოდებელი: Buknari Hotel
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
"Buknari Hotel" აცხადებს ვაკანსიას IT მენეჯერის თანამდებობაზე.

ხელფასი: 3500 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნარი

ძირითადი მოვალეობები:

** ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის სრული ოპერაციული მართვა და კოორდინაცია;
** კომპანიის IT სისტემების, ქსელებისა და აპარატურის უწყვეტი, გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** პროგრამული და ელექტრონული სისტემების მონიტორინგი, აუდიტი და გაუმჯობესება/ოპტიმიზაცია;
** ტექნიკური ხარვეზების ოპერატიული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** თანამშრომლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა (Help Desk);
** ინფორმაციული უსაფრთხოების, მონაცემთა დაცვისა და ქსელური უსაფრთხოების სტანდარტების კონტროლი;
** ბიზნეს საჭიროებებიდან გამომდინარე IT ინოვაციების დაგეგმვა და დანერგვა ბიზნეს პროცესების ეფექტიანობის გასაზრდელად;
** IT შესყიდვების დაგეგმვა, მოთხოვნების მომზადება და პროცესის მართვა/კონტროლი;
** IT დოკუმენტაციის შექმნა და განახლება, დეპარტამენტის პროცესების სტანდარტიზაცია;
** ტექნიკური პოლიტიკების და SOP-ების შემუშავება ახალი სისტემებისა და პროცესების მხარდაჭერისთვის;
** თანამშრომელთა ტრენინგებისა და ცოდნის გაზიარების ორგანიზება IT სტანდარტებისა და სისტემების გამოყენების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერის ან უფროსი IT სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3/5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ქსელური ინფრასტრუქტურის, IT სისტემებისა და ტექნიკური მხარდაჭერის პროცესების ცოდნა;
** ქსელური პრობლემების დიაგნოსტიკისა და გადაწყვეტის პრაქტიკული გამოცდილება;
** ინფორმაციული უსაფრთხოების საბაზისო პრინციპების ცოდნა;
** IT მომწოდებლებთან და შესყიდვების პროცესებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ⁠ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;

აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე