Робота для біженців з України
IT კოორდინატორი - ბუკნარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT კოორდინატორი
მომწოდებელი: Buknari Hotel
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
"Buknari Hotel" აცხადებს ვაკანსიას IT კოორდინატორის თანამდებობაზე.

ხელფასი: 1500 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნარი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის IT პროცესების კოორდინაცია და ყოველდღიური ტექნიკური მხარდაჭერა;
** IT ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** მომხმარებელთა IT მოთხოვნების მიღება, პრიორიტეტიზაცია და შესაბამისი რეაგირება;
** IT მომწოდებლებთან და აუთსორს ტექნიკურ გუნდებთან კოორდინაცია;
** IT ინციდენტებისა, მოთხოვნების აღრიცხვა და მონიტორინგი;
** სისტემების განახლებისა და უსაფრთხოების პოლიტიკების მხარდაჭერა;
** IT დოკუმენტაციის წარმოება და განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** IT მხარდაჭერის, სისტემური ადმინისტრირების ან კოორდინაციის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კომპიუტერული სისტემების, ქსელების, საოპერაციო სისტემების და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** IT სერვისების მართვის საბაზისო ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან სხვა მსგავსი მიმართულებით;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ⁠ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;

აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე