Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=696821&print=yes&view=jobs
 
HR მენეჯერი - ბუკნარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: Buknari Hotel
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
"Buknari Hotel" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

ხელფასი: 4000 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნარი

ძირითადი მოვალეობები:

** ადამიანური რესურსების დეპარტამენტის სრული ოპერაციული მართვა და კოორდინაცია;
** თანამშრომლების რეკრუტინგის, შერჩევისა და დასაქმების პროცესების ორგანიზება/მართვა;
** HR ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოება, განახლება და კონტროლი (შრომითი ხელშეკრულებები, პირადი საქმეები, მონაცემთა ბაზები და ა.შ.);
** თანამშრომელთა დასწრების, სამუშაო საათებისა და სახელფასო პროცესების მართვა და ზედამხედველობა;
** შრომის კანონმდებლობის, შიდა რეგლამენტების და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** თანამშრომელთა ტრენინგების, საორიენტაციო პროგრამებისა და მოტივაციური აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება;
** თანამშრომელთა ბენეფიტების, დაზღვევისა და კორპორატიული ნომრების მართვა;
** დეპარტამენტებს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა და მენეჯმენტთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** საკონსულტაციო HR კომპანიასთან მჭიდრო თანამშრომლობა, პროცესების კოორდინაცია და რეკომენდაციების პრაქტიკაში დანერგვა;
** HR პროცესების გაუმჯობესება, სტანდარტიზაცია და ანგარიშგება მენეჯმენტისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3/5 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს შრომის კანონმდებლობისა ცოდნა;
** რეკრუტინგის, HR ადმინისტრაციისა და თანამშრომელთა მართვის პროცესების პრაქტიკული გამოცდილება;
** HR პროგრამულ უზრუნველყოფასთან (HR SOFT) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** გუნდის მართვისა და სხვადასხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კოორდინაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტი და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ძლიერი კომუნიკაციისა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ⁠ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;

აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია