Робота для біженців з України
გამწვანების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ბუკნარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გამწვანების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Buknari Hotel
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
"Buknari Hotel" აცხადებს ვაკანსიას გამწვანების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

ხელფასი: 1500 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნარი

ძირითადი მოვალეობები:

** გამწვანების დეპარტამენტის სრული ოპერაციული მართვა;
** სასტუმროს ტერიტორიის (ეზო, ბაღები, გაზონები, ხე-მცენარეები, დეკორატიული ზონები) მოვლისა და განვითარების დაგეგმვა;
** ლანდშაფტის დიზაინის კონცეფციის განხორციელება და მუდმივი განახლება სეზონურობის გათვალისწინებით;
** მებაღეთა და ტექნიკური პერსონალის გუნდის ხელმძღვანელობა, სამუშაო გრაფიკების შედგენა და პროცესების კონტროლი;
** მცენარეთა მოვლის სტანდარტების (მორწყვა, გასხვლა, განოყიერება, დაავადებების პრევენცია) დანერგვა და მონიტორინგი;
** სარწყავი სისტემების, ინვენტარისა და ტექნიკის გამართულად მუშაობის კონტროლი;
** ახალი მცენარეების შერჩევა, დარგვის დაგეგმვა და შესრულების ზედამხედველობა;
** გამწვანებასთან დაკავშირებული ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯების კონტროლი;
** საჭირო მასალებისა და ნერგების შეკვეთების ორგანიზება და მარაგების მართვა;
** უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გამწვანების, ლანდშაფტის ან ტერიტორიის მართვის ხელმძღვანელ პოზიციაზე;
** ლანდშაფტის დიზაინის, აგრონომიის ან მებაღეობის სფეროში განათლება;
** მცენარეთა სახეობების, სეზონურობისა და მოვლის ტექნოლოგიების სრულყოფილი ცოდნა;
** მენეჯერული და ლიდერული უნარები;
** ბიუჯეტისა და რესურსების მართვის გამოცდილება;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ფიზიკური გამძლეობა და გარე პირობებში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ⁠ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;

აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე