Робота для біженців з України
აღრიცხვის ოპერატორი - დროებითი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღრიცხვის ოპერატორი - დროებითი
მომწოდებელი: ჯორჯიან ქარდი
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
სს "ჯორჯიან ქარდი" პროექტის ფარგლებში აცხადებს დროებით ვაკანსიას პერსონალიზაციის განყოფილებაში აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე.

თუ ხარ სტუდენტი და ეძებ დამატებით სამსახურს ან სამუშაოს მოქნილი გრაფიკით - სწავლასთან შეთავსებისთვის, გაეცანი პირობებს და ფუნქცია-მოვალეობებს:

ძირითადი მოვალეობები:

** სპეციალური ფორმატის კონვერტების ბეჭდვა;
** ბანკის პლასტიკური ბარათების ჩალაგება კონვერტებში;
** პლასტიკური ბარათების დახარისხება სერვის ცენტრების მიხედვით;
** სამუშაოს შესრულება წინასწარ გაწერილი ინსტრუქციისა და აქტების მიხედვით.

აუცილებელი უნარები:

** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კოლეგიალურობა;
** კომპიუტერული პროგრამები (Ms office).

სამუშაო განრიგი: საღამოს ცვლა, ყოველი მესამე საღამო 21:00-დან 09:00-მდე (შაბათ-კვირის გარდა).
პროექტის სავარაუდო ხანგრძლივობა: 3-6 თვე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის 53

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr@gc.ge, გთხოვთ, სათაურის (`Subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "აღრიცხვის ოპერატორი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე